ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო სანქციებს აფართოებს რუსეთის სამხედრო წარმოების წინააღმდეგ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 12 ივნისს გამოაცხადა ახალი სანქციები 300 უწყების მიმართ, რომლებიც, გავრცელებული ეჭვით, რუსეთს აწვდიან პროდუქციას და მომსახურებას მისი სამხედრო წარმოებისთვის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოსამარაგებლად.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის შესაძლებლობის შესახებ შეიძინოს ნახევარგამტარები, ოპტიკური აღჭურვილობა და სხვა საქონელი, რომელიც მაღალტექნოლოგიური იარაღის სისტემების წარმოებისთვისაა საჭირო - მიუხედავად უწინ უკვე დაწესებული სანქციებისა.
სანქციების ახალი სიის მთავარი სამიზნეა ბელარუსის და ჩინეთის უწყებები, რომლებიც, გავრცელებული ვარაუდით, რუსეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სექტორებს ეხმარებიან.
სანქციების შესახებ ცნობა გავრცელდა დიდი შვიდეულის (G7) სამიტის წინ, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.