აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, 5 მარტს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ კონგრესის მიერ დამტკიცებული საგარეო დახმარება გაყინული დარჩეს.
ამავდროულად, უზენაესმა სასამართლომ არ დააკონკრეტა გადაწყვეტილების ის ნაწილი, რაც თეთრ სახლს გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალებას აძლევს.
გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლომ 5-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი, ხოლო 4 წინააღმდეგ წავიდა.
ცნობისთვის, საუბარია USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილ 2 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში გაყინა, რათა ხარჯები შეემცირებინა და აღნიშნული ორგანოები მის დღის წესრიგთან თანხვედრაში მოეყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება