ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა დონალდ ტრამპის განაჩენის გაუქმებას, რომელიც სტორმი დენიელსის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას უკავშირდება

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ "დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდის" საქმეზე დონალდ ტრამპის განაჩენის გაუქმების მოთხოვნა უარყო, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისურის შტატის მოთხოვნა უარყო, გაეუქმებინა დონალდ ტრამპის სასამართლო განაჩენი, რომელიც პორნოვარსკვლავის, სტორმი დენიელსის დუმილის სანაცვლოდ ფულის გადახდას უკავშირდება.
მოსამართლეებმა გადაწყვეტილება მისურის შტატის გენერალური პროკურორის, ენდრიუ ბეილის სარჩელის საპასუხოდ მიიღეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქმის შესახებ საჯარო კომენტარების აკრძალვის ორდერი კონსტიტუციით გათვალისწინებულ ამომრჩეველთა უფლებას არღვევდა, რომ მათ დონალდ ტრამპისთვის მოესმინათ.
უზენაესმა სასამართლომ სარჩელი კომენტარის გარეშე უარყო.
შეგახსენებთ, მაისში, ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.