ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 74 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.
ცნობისთვის, ამერიკელმა სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად შეთანხმებას მიაღწიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.