-ის სენატმა მიიღო “დიდი და ლამაზი” საგადასახადო კანონპროექტი

24-საათიანი დებატების შემდეგ -ის სენატმა მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპის მიერ შემუშავებულ ე.წ. „დიდ და ლამაზ საგადასახადო კანონპროექტს“ გადასახადებისა და ხარჯების შესახებ. ახლა ის ქვედა პალატამ, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.
კანონპროექტს სენატში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. საბოლოო კენჭისყრის შემდეგ ხმები ზუსტად შუაზე გაიყო და გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მისცა.
ტრამპმა რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად კონგრესს 4 ივლისამდე მისცა ვადა, რათა მისთვის კანონპროექტის საბოლოო ვერსია გააგზავნონ ხელმოსაწერად.
თუმცა, დეფიციტთან, სოციალურ პროგრამებთან და ხარჯების დონესთან დაკავშირებულმა დავებმა შეიძლება შეფერხებები გამოიწვიოს. პრეზიდენტმა სამშაბათს დილით აღიარა, რომ ამ ვადის დაცვა „ძალიან რთული“ იქნება.
კანონპროექტი, რომელიც ტრამპის მეორე ვადის დღის წესრიგის ქვაკუთხედად ითვლება, ითვალისწინებს არაერთი გადასახადის მუდმივ შემცირებას, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს დროებით იქნა ამოქმედებული.
შემოსავლების მოსალოდნელი დანაკარგის კომპენსირების მიზნით, რესპუბლიკელები ცდილობენ ხარჯები სხვა პროგრამებში შეამცირონ – მათ შორისაა საკვების სუბსიდიები და დაბალი შემოსავლის მქონე ამერიკელებისთვის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად