აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტები ვერ დაამტკიცა, “შათდაუნი“ გრძელდება

აშშ-ის სენატმა კვლავ ვერ დაამტკიცა „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ მიერ მთავრობის დაფინანსების და მთავრობის დახურვის დასრულების შესახებ წარდგენილი წინადადებები.
„დემოკრატების“ წინადადება 45-55 ხმით ჩავარდა, ხოლო რესპუბლიკელების კანონპროექტი – 52-42 ხმით. ორივეს მისაღებად 60 ხმა იყო საჭირო. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში ხუთი დღის წინ დაწყებული “შათდაუნი“ გრძელდება.
კენჭისყრამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიდევ ერთი ჩავარდნილი კენჭისყრა მასობრივ გათავისუფლებას გამოიწვევს. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები „დემოკრატებთან“ მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, „დემოკრატები“ მოითხოვენ, რომ კანონმდებლობა ჯანდაცვის საკითხებსაც მოიცავდეს, „რესპუბლიკელები“ კი დაფინანსების „სუფთა“ კანონპროექტს მოითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილმა და მისმა კრიმინალებმა ეზოებში მოგვაკითხეს, უბნებში გვკლავენ, გვესვრიან, გვხვრეტენ და ამ დროს სად არის ხალხი? – „ქოცებო“ მართლა გჯერათ, რომ მე ვარ საშიში გარეთ და მკვლელები არა?!

ონისე ოქრიაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული: იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც პირადად მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც ათწლეულებია სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია