ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი - ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში

ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში, - ამის შესახებ აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩარლზ ბრაუნმა უპასუხა შეკითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს, როგორ აისახება ეს იმაზე, რაც ახლა ხდება საქართველოში და როგორ აისახება ეს საქართველოს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე.
„ღრმად შეშფოთებული ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში ჩვენ დავრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ ერთგული. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას შევხვდი ჩემს ნატო-ს კოლეგებს, ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად ნატო-ს პარტნიორი ქვეყნების სუვერენიტეტზე, ასევე ევროპაში უსაფრთხოების ზოგად სიტუაციაზე“, - აღნიშნა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.