აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო.
“ქართული ოცნების” ოპონენტების თქმით, მათ ჯოშუა ჰაკისგან მიიღეს პირობა, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია ჩამოვა.
„გვქონდა საუბარი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებსა და მის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია, ემთხვეოდეს ევროკავშირის რეკომენდაციებს – პირველ ყოვლისა, სასამართლო რეფორმა და სხვა სტრუქტურები იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ვითარება,“ – აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო