არქივი14 მაისი, 2024, 07:22
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ეს არის ბლინკენის პირველ ვიზიტი უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, ბლინკენი გააკეთებს განცხადებას და უკრაინისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.