აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული

-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც თითოეული ქვეყანა შეფასებულია ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.
ანგარიშში საქართველო აშშ-ის ძლიერ პარტნიორადაა დასახელებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ აამოქმედა 2022-2026 წლების ეროვნული ანტიტერორისტული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, შემოიღო უფრო მკაცრი ზომები ტერორისტული აქტების შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის და გააძლიერა ფულის გათეთრებისა და მასობრივი განადგურების იარაღის წინააღმდეგ ძალისხმევა.
ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო მუშაობდა სახმელეთო საზღვრებისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო წვრთნებსა და აშშ-ს მიერ ჩატარებულ ტრენინგებში მონაწილეობით.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს შეუძლია ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება. დოკუმენტში მოყვანილია კონკრეტული ფაქტებიც; კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია, რომ 2022 წელს სირიასა და ერაყში ტერორისტული მიზნით საქართველოდან არცერთი მოქალაქე არ გასულა, თუმცა 2021 წელს დააკავეს და გაასამართლეს საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ბრალდებული. დოკუმენტში აღნიშნულია ს მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთის ფაქტი, რომელიც, სავარაუდოდ, „ისლამური რევოლუციის გვარდიის“ კორპუსის ორგანიზებით დაიგეგმა.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს უფლებამოსილება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებებზე და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს პროკურატურასთან, აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძირითადად, კარგად აღჭურვილი და გაწვრთნილია და მისი კონტრტერორისტული განყოფილება რეგულარულად განაგრძობს წვრთნას და აღჭურვას საერთაშორისო პარტნიორების და შიდა სწავლების მეშვეობით. საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სანაპირო დაცვა კომპეტენტური და ორგანიზებულია, უზრუნველყოფენ პირველადი რეაგირების შესაძლებლობას საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზე, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა“, – წერია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

1tv.ge