აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ირანის მიერ რუსეთისთვის რაკეტების შესაძლო მიწოდებაზე - მზად ვართ, ირანს მნიშვნელოვანი შედეგებით ვუპასუხოთ

ირანული ბალისტიკური რაკეტების რუსეთისთვის ნებისმიერი გადაცემა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის ესკალაცია იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის უპასუხოს ირანს „მნიშვნელოვანი შედეგებით“.
ამასთან, პატელმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმებთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები უკვე გადასცა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, საუბარია 200-ზე მეტ რაკეტაზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.