არქივი6 მარტი, 2024, 03:05
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - გვჯერა, უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად
შეერთებული შტატებში მიიჩნევენ, რომ უკრაინას აქვს რამდენიმე სიურპრიზი, რომელიც დაეხმარება მას ბრძოლის ველზე გამარჯვების მიღწევაში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.
”გვჯერა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელიც მათ შეუძლიათ განახორციელონ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად,” - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
ის ზღვაში კიდევ ერთი რუსული გემის ჩაძირვის ფაქტსაც გამოეხმაურა.
"გვჯერა, რომ მათ მარაგში რამდენიმე სიურპრიზი აქვთ", - აღნიშნა მილერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.