აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა საერთაშორისო დახმარების პროგრამები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მინიმუმ 90 დღით შეაჩერა უცხოეთის სახელმწიფოების დახმარებისთვის განკუთვნილი სახსრების გამოყოფა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განკარგულებაზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დოკუმენტი გამოჩნდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა განკარგულება სხვა ქვეყნებისთვის დახმარების ამერიკული პროგრამების სამი თვით შეწყვეტის შესახებ.
სახელმწიფო დეპარტამენტის ერთმა მოქმედმა თანამშრომელმა და ორმა ყოფილმა მოხელემ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციიდან გამოცემას უთხრეს, რომ დახმარება შეუჩერდათ აშშ-ის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეებს, როგორებიც არიან უკრაინა, იორდანია და ტაივანი.
შეჩერება არ ეხება ეგვიპტისა და ისრაელის სამხედრო დახმარებას და საგანგებო სასურსათო დახმარების პროგრამებს. 85 დღის შემდეგ რუბიომ ტრამპს უნდა წარუდგინოს ანგარიში იმის შესახებ, თუ რომელი პროგრამები განახლდეს და რომელი – არა.
როგორც „ამერიკის ხმა“ იტყობინება წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის შემთხვევაში შეჩერება ეხება პროგრამას Foreign Military Financing (FMF, „უცხოეთის სამხედრო დაფინანსება“), რომლის ფარგლებშიც სახსრები 2024 წლის მაისამდე დაიხარჯა. „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტ ოსტაპ იარიშის თქმით, უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება პროგრამით Presidential Drawdown Authority (PDA, იარაღის მიწოდება აშშ-ის არმიის მარაგებიდან) და პროგრამით Ukraine Security Assistance Initiative (USAI, „უკრაინის უსაფრთხოების ხელშეწყობის ინიციატივა“).

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია