არქივი21 აგვისტო, 2025, 09:54
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორი მოსამართლისა და ორი პროკურორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 აგვისტოს გამოაცხადა ახალი სანქციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორი მოსამართლისა და ორი პროკურორის წინააღმდეგ.
დეპარტამენტის განაცხადებით, აღნიშნული პირები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამერიკელების და ისრაელელების სამართლებრივი დევნის ძალისხმევაში.
რეგულაციების შედეგად მთელი მათი ქონება, რომელიც აშშ-ის იურისდიქციაშია, გაიყინება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.