აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია.

დოკუმეტნში ვკითხულობთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა გააკრიტიკეს „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონები, რომლებიც, მათი თქმით, სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას ზღუდავს.

ანგარიშში საუბარია ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან „წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის“ ფაქტებზეც, ასევე, მათივე თქმით, უსაფუძვლო დაპატიმრებასა და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ.

დოკუმენტში საუბარია შრომითი უფლებების შესახებაც. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, საქართველოში დასაქმებულთა უფლებები არაა სათანადოდ დაცული და შრომითი პირობები ზოგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

დოკუმენტის თანახმად, ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ გრძელდება ადამიანთა უკანონო დაპატიმრება და მათზე ძალადობა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე