აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – ცივილიზებული სამყარო ელოდება, იხილოს, ნამდვილად სერიოზულად სურს თუ არა რუსეთს ამ კატასტროფის დასრულება

რუსეთმა უნდა დაადასტუროს, რამდენად სერიოზულად სურს უკრაინაში ომის დასრულება, ცივილიზებული სამყარო პასუხს ელოდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ტემი ბრიუსმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გარკვევით განაცხადა, რომ ეს სიგიჟე სწრაფად და სრულად უნდა დასრულდეს.
„ნატო-ში ბოლო ვიზიტის დროს, მდივანმა რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის დრო ახლაა და არა თვეების ან წლების შემდეგ. მან კონკრეტულად განაცხადა, სულ რაღაც ორი კვირის წინ, რომ რამდენიმე კვირის საკითხი იქნებოდა, როდის შევძლებდით იმის გაგებას, სერიოზულად სურდა თუ არა რუსეთ ამ კატასტროფის დასრულება. ახლა კი, ცივილიზებული სამყარო ელოდება იხილოს, ნამდვილად სერიოზულად არის თუ არა რუსეთი განწყობილი“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება