ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა - მან მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა - მან მშვიდობისა და კეთილდღეობის მიზნით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა

მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „მშვიდობის შენარჩუნებისა და კეთილდღეობის მიღწევის მიზნით ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა“.
„მარკო რუბიომ ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ჩართულობის გაგრძელებას; ჩინეთის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას; ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობას, მათ შორის, იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არასდროს შექმნას, არ მოიპოვოს; ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხანგრძლივი მშვიდობის გზაზე დაყენების საქმეში პრეზიდენტის მიღწევას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.