ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი საქართველოს სტუმრობს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასი საქართველოში ვიზიტს მართავს.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) მხარდაჭერას. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით, 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.
„დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, — ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.