აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა – პრეზიდენტმა დაამტკიცა, რომ მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ

დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა.
ტემი ბრიუსი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთისთვის დაწესებული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას გამოეხმაურა.
„ის [დონალდ ტრამპი] მომთმენი იყო და ეს, ალბათ, ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა. ვფიქრობ, არასწორი ინტერპრეტაციების დრო გავიდა“, – განაცხადა ტემი ბრიუსმა.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების დაწესება დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ნაწილია.
„პრეზიდენტმა ტრამპმა დაამტკიცა, რომ მას სერიოზულად უნდა მოეკიდონ, რადგან ის სერიოზული ადამიანია და ამის შედეგებს მთელ მსოფლიოში ვხედავთ. პრეზიდენტი არ არის ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს ნაჩქარევად იღებს. ცხადია, ეს თავიდანვე განიხილებოდა და ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან