აშშ-ის სასამართლომ საქართველოს ENKA-ს მიმართ $400 მილიონზე მეტის გადახდა დააკისრა

აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლომ საქართველოს თურქული კომპანია ENKA-ს მიმართ არბიტრაჟში დაკისრებული $400 მილიონ დოლარზე მეტი კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
2026 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ დაარღვია ENKA-ს წინაშე აღებული ვალდებულებები და ამის საფუძველზე, ქვეყანას დაეკისრა დაახლოებით $350 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა, რასაც თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი – ამ დროისთვის ჯამური კომპენსაცია 400 მილიონ დოლარს მნიშვნელოვნად აღემატება.
მასალა ახლდება
***
2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ENKA Renewables ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე არსებულ ხელშეკრულებას წყვეტს.
კომპანიამ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი დაასახელა.
2022 წელს კომპანიამ დაიწყო საარბიტრაჟო დავა, რათა მოეთხოვა კომპენსაცია ხელშეკრულების შეწყვეტისა და გადაცემული აქტივების ღირებულებისთვის.
2024 წელს საარბიტრაჟო დავა დასრულდა, საქართველოს მთავრობას კომპენსაციის სახით Enka Renewables-სთვის $383.2 მილიონის გადახდა დაეკისრა.
შემდეგ კომპანია ენკამ პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღიარებისა და საფრანგეთში მისი აღსრულების ნებართვის მისაღებად მიმართა.
საქართველომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა გაუქმების მოთხოვნით და ამავდროულად მოითხოვა აღსრულების შეჩერება.