აშშ-ის სამხედრო დაზვერვა: „ოცნების“ შექმნილი გარემო რუსეთის გავლენას ზრდის

შეერთებული შტატების სამხედრო სადაზვერვო სააგენტომ (DIA), – რომელიც პენტაგონს ექვემდებარება და აშშ-ის ერთ-ერთი ძირითადი სადაზვერვო სააგენტოა, – 2025 წლის ანგარიშში საქართველოც ახსენა.
DIA-მ 26 მაისს გამოაქვეყნა მსოფლიო საფრთხეების შეფასების შესახებ 45-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც საქართველო, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ერთად, „რუსეთის გლობალური გავლენის“ ქვეთავშია ნახსენები.
საქართველოს ზუსტად ორი წინადადება მიემართება. კერძოდ, ავტორების თანახმად:
· „რუსეთს თითქმის დანამდვილებით აქვს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნების მიზანი“;
· „ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედმა მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 27 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს ანგარიშში საქართველოზე ჩანაწერს „სრული სისულელე“ უწოდა და კვლავ „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.
„რა გავლენის გაზრდაზეა საუბარი? მსგავსი სისულელეები რომ ხდება ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებში, სწორედ ეს მიუთითებს „დიპ სტეიტის“ გავლენებზე“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ ბოლო წლებში „გლობალური ომის პარტიის“ (ამ კონცეფციას მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას და მასზე დაყრდნობით ოპერირებს.
DIA-ს ანგარიშში კავკასიის რეგიონიდან ყურადღება გამახვილებულია სომხეთზეც:
· „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გასულ წელს გაუარესდა მას შემდეგ, რაც სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან გასვლა დააპირა“;
· „რუსეთმა საინფორმაციო ოპერაციები გამოიყენა სომხეთის დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისთვის“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

შპს „ვოლტ ჯორჯიას“ მიერ სარეკლამო კამპანიისთვის აკაცუკის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის, შერჩევა არის „ვოლტის“ მომხმარებელთა შეურაცხყოფა, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი მმართველი გუნდის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია