არქივი9 მარტი, 2024, 08:22
აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს
აშშ-ის საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი „ჰუსიტების“ ფართომასშტაბიანი შეტევა დილის 4 საათიდან 6:30 საათამდე გაგრძელდა.
„უპილოტო საფრენი აპარატები სავაჭრო გემებისთვის, აშშ-ის საზღვაო ძალებისა და კოალიციის ხომალდებისთვის გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენდნენ“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.