არქივი23 აგვისტო, 2024, 17:38
აშშ-ის საელჩო უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსეთის თავდასხმების საფრთხეზე წერს
უკრაინაში აშშ-ის საელჩო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს საშიშროებაზე, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, მოსალოდნელია რუსეთის საჰაერო თავდასხმების გახშირება.
უკრაინა ამ დღის აღსანიშნავად ემზადება.
საელჩო „მოელის, რომ მომავალ დღეებში და შაბათ-კვირას რუსეთის მხრიდან დრონებითა და სარაკეტო თავდასხმებია მოსალოდნელი მთელ უკრაინაში, ასვე ღამის საათებში, 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღის გამო,“ - წელია საელჩოს განცხადებაში.
24 აგვისტოს უკრაინა საბჭოთა კავშირისგან გამოყოფის - დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.
ფორუმი
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.