ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის საელჩო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს ეხმაურება

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩ, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საელჩო ხაზს უსვამს პრესის მთავრობისადმი აშშ-ის მთავრობის ერთგულებას და "პატივისცემას ვუდასტურებთ ყველა ჟურნალისტს, რეპორტიორსა და მედიის მუშაკს, რომელიც მამაცურად აშუქებს სიმართლეს."
"როგორც ჟურნალისტებისა და მედიის პროფესიონალების დიდი ხნის მხარდამჭერი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანების უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას, რომელთა საქმიანობაც ხელს უწყობს ინფორმაციისა და იდეების თავისუფალ და ღია მიმოქცევას", - ნათქვამია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში.
პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 1993 წლის დეკემბერში, იუნესკოს გენერალური კონფერენციის რეკომენდაციის შემდეგ გამოაცხადა. მას შემდეგ, 3 მაისი მთელ მსოფლიოში აღინიშნება, როგორც პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.amerikiskhma.com ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.