არქივი25 სექტემბერი 2024, 16:26
აშშ-ის საელჩო კობახიძის მიწვევის გაუქმების მიზეზებს ასახელებს

აშშ-ის საელჩო საქართველოში ადასტურებს, რომ პრემიერ კობახიძეს ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გაუუქმა. “მთავარი არხისთვის” გამოგზავნილ წერილობით პასუხში, დიპლომატიური უწყება მიზეზად საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ასახელებს:
“ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიწვევა გაეროს ასოციაციის ყოველწლიურ მიღებაზე და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო აშშ-სა და დასავლეთის მიმართ.” – აცხადებს საელჩო
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.