ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის საელჩო თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ახალი ატაშეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ახალი უფროსისა და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრაზე აშშ-საქართველოს შორის სამხედრო პარტნიორობის საკითხი განიხილეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
„3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი.
შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.