არქივი9 ივლისი, 2024, 01:11
აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა – უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის საზღვრის მახლობლად დარტყმებისთვის
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ შეუცვლია პოზიცია რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმა დარტყმებზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„აშშ-ის პოლიტიკა არ შეცვლილა. უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ამერიკული იარაღის გამოყენება რუსეთის საზღვრის მახლობლად დარტყმებისთვის“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ.
რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ხოლო 140 – დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.