აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები მათი „ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან - ირანის პარლამენტის სპიკერი

აშშ-ის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში, ისრაელი და აშშ-ის სამხედრო ბაზები მათი „ლეგიტიმური სამიზნეები“ გახდებიან - ირანის პარლამენტის სპიკერი
ირანის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში ისრაელი და აშშ-ის რეგიონული სამხედრო ბაზები მათი ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან.
„თუ შეერთებული შტატები სამხედრო თავდასხმას დაიწყებს, როგორც ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე აშშ-ის სამხედრო და საზღვაო ცენტრები ჩვენთვის ლეგიტიმური სამიზნეები გახდებიან“, - განაცხადა ირანის პარლამენტის სპიკერმა მუჰამედ ბაქირ კალიბაფმა.
ცნობისთვის, Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელი ირანში აშშ-ის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია.
www.interpressnews.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.