ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა - ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

აშშ-ის კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა - ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება

აშშ-ის კონგრესმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებმა საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთობლივ სხდომაზე დაითვალეს.
სხდომას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარის გაუძღვა.
ოფიციალურად, 5 ნოემბერს გამართულ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო კოლეგიის 312 ხმა მიიღო, ხოლო „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატმა, კამალა ჰარისმა 226 ხმა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.