პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო - ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან გამოიგზავნა

აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სააგენტო - ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან გამოიგზავნა

აშშ-ის მთავრობის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯენ ისტერლის განცხადებით, რამდენიმე შტატში ბომბის არსებობის საფრთხის შესახებ ელექტრონული წერილები რუსული ელ.ფოსტის დომენებიდან იყო გაგზავნილი, თუმცა ამ დროისთვის გაურკვეველია, იყვნენ თუ არა გამომგზავავნები რუსები, - ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
ისტერლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკითხი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია და გამომგზავნის ვინაობა უცნობია.
მანამდე, აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განაცხადა, რომ ბომბის საფრთხის შესახებ ელექტრონული წერილები ჯორჯიასა და კიდევ რამდენიმე შტატში გაიგზავნა. ჯენ ისტერლის განცხადებით, აღნიშნულ შეტყობინებებს ამომრჩევლების ხმის მიცემის შესაძლებლობაზე გავლენა არ მოუხდენია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.