არქივი17 დეკემბერი, 2023, 09:27
აშშ-ის ვირჯინიის კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავი სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე ჩავიდა
აშშ-ის ვირჯინიის კლასის ბირთვული წყალქვეშა ნავი USS Missouri კვირას ჩავიდა პუსანში, სამხრეთ კორეის საზღვაო ბაზაზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
სააგენტო წყალქვეშა ნავის ჩასვლას უკავშირებს ცნობებს ჩრდილოეთ კორეის მიერ დეკემბერში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შესაძლო გაშვების შესახებ.
„USS Missouri-ის ჩამოსვლა გამიზნულია შეერთებულ შტატებთან საზღვაო გაცვლისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ჩვენი ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა თავდაცვის დეპარტამენტმა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.