-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი –

აქართველოს პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, -ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შეხვდა.
როგორც აღნიშნავს, ვაჭრობის მდივანთან კომუნიკაცია იყო მეგობრული. მისივე განცხადებით, ლუტნიკს მან ქართველი ხალხის გზავნილი გადასცა.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ვახშამზე, აშშ-ის ვაჭრობის მდივანს, ჰოვარდ ლუტნიკს შევხვდი. ჩვენს შორის კომუნიკაცია იყო მეგობრული. მას გადავეცი ქართველი ხალხის გზავნილი, რომ ჩვენს საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს აჩენს მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებით. თანაც იმ ფონზე, რომ ჩვენს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აქვს ღირებულებითი თანხვედრა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. ჰოვარდ ლუტნიკმა მითხრა, რომ აუცილებლად გაუზიარებდა ადმინისტრაციის წევრებს ჩემს მოსაზრებებს“,- წერს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება