ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს ეწვია. რობინ დანიგანს სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ უმასპინძლა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ამერიკის ელჩს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დაათვალიერებინა შენობა, გააცნო საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა, ისტორია, მოგვიანებით კი ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე.
"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს თანამშრომლობა, არაერთი პროექტი ხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს არის ურთიერთობა სხვადასხვა ინსტიტუციებთან, არასამთავრობო სექტორთან. შესაბამისად, დღეს ელჩის საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტის დროს ჩვენ ვისაუბრებთ მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე," - აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.