ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

აშშ-ის ელჩის თქმით, ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა

საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა.
ამის შესახებ დიპლომატმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი აზრით, ეს „პრობლემურია“.
ელჩი აგრეთვე ამბობს, რომ „კარგად ცნობილია“ ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის მართვა.
„პრობლემურია, როცა პირი, რომელიც კარგად ცნობილია, რომ მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას ამ ქვეყანაში, უარს ამბობს შეხვდეს საერთაშორისო მხარეებს, სტრატეგიულ პარტნიორებს, მის მიმართ ფინანსური სანქციების დაკისრებაზე საკუთარი მცდარი აღქმის გამო. ანუ, თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა“, – აცხადებს დანიგანი [„რადიო თავისუფლების“ თარგმანი].

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.