აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები

აშშ-ის ახალმა ხელისუფლებამ პირდაპირ განაცხადა, რომ მათი წინამორბედები გრანტებს იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები
აშშ-ის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება, ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საინტერესოა აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც ადასტურებს, რომ მათი წინამორბედები გრანტებს სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად იყენებდნენ.
„საინტერესოდ ვითარდება პროცესები, ჩვენ ვითხოვდით გრანტების საჯაროობას და გახსოვთ, რამხელა ამბავი ატეხეს ამის გარშემო, ორი რევოლუციის მცდელობა დაუკავშირეს ერთ მარტივ რამეს, რომ წელიწადში ერთხელ NGO-ებს უნდა გამოექვეყნებინათ ქართველი ხალხისთვის ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ. ამას მოჰყვა 2023 წლის გაზაფხულზე რევოლუციის ერთ მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე რევოლუციის მეორე მცდელობა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში და იყო ასეთი ისტერიული პროცესები, თუმცა დღეს ხედავთ, რომ ამ დაფინანსების გარკვეული ნაწილი ხდება საჯარო და ძალიან საინტერესო დეტალები ირკვევა. ყველაზე საინტერესო მაინც არის აშშ-ის ახალი ხელისუფლების განცხადებები ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ მათი წინამორბედები ამ გრანტებს, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არეულობის შესატანად, რევოლუციის მოსაწყობად, ქვეყნის ასარევად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი. როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც