აშშ-ის არმიამ დაარტყა იემენის დედაქალაქ სანაში ჰუთიტების ობიექტებს

Reuters-ის სააგენტომ გაავრცელა ცნობა აშშ-ის სამხედროებზე დაყრდნობით, რომ 21 დეკემბერს საჰაერო იერიში მიიტანეს იემენის დედაქალაქ სანაზე. ცნობით, მისი სამიზნე იყო იემენი მეამბოხეების – ჰუთიტების სარაკეტო საწყობი და სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი.
აშშ-ს სამხედრო ცენტრალური სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმები მიზნად ისახავს “ჰუთიტების იმ ოპერაციების ჩაშლას და დასუსტებას, როგორიცაა თავდასხმები აშშ-ს საზღვაო ძალების სამხედრო გემებსა და სავაჭრო გემებზე სამხრეთ წითელ ზღვაში, ბაბ ალ-მანდებსა და ადენის ყურეში”.
არმიის თანახმად, მან ზუსტი წერტილოვანი დარტყმა განახორციელა სანაზე. მანამდე საჰაერო თავდასხმების შესახებ იტყობინებოდა იემენის ჰუთიტების ტელევიზია AL MASIRAH TV-ი.
ჰუთიტებმა, რომლებსაც ეხმარება და ზურგს უმაგრებს ირანის ისლამური რესპუბლიკა, მანამდე რაკეტა ესროლეს თელ-ავივს. ისრაელის არმიამ 21 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ვერ მოახერხა გადაეტაცა რაკეტა, რომელიც ჰუთიტებმა ისროლეს. შედეგად რაკეტა თელ-ავივში, იაფის რაიონში ჩამოვარდა, დაშავდა 16 ადამიანი.
Reuters-ის ცნობით, ბევრი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საცხოვრებელი. თვითონ ჰუთიტებმა განაცხადეს, რომ იაფაში ბალისტიკური რაკეტა ესროლეს „სამხედრო სამიზნეს“.
ორი დღით ადრე ისრაელმა იერიში მიიტანა იემენის ნავსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იმ არეალებში, რომლებსაც ჰუთიტები აკონტროლებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში