არქივი4 დეკემბერი, 2023, 19:06
აშშ ისრაელს სთხოვს, რომ ღაზაში უფრო მეტი საწვავის შეტანა დაუშვას
აშშ ისრაელს სთხოვს, რომ ღაზაში უფრო მეტი საწვავის შეტანა დაუშვას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს ღაზაში საწვავის შეტანის არა მხოლოდ ის დონე ვნახოთ, რაც ჰუმანიტარული პაუზის დროს შედიოდა, არამედ რეალურად უფრო მაღალი“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
შეგახსენებთ, რომ ჰუმანიტარული ზავის პირობებში ღაზაში საწვავის შეტანა დაშვებული იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.