აშშ იმეორებს, რომ იმოქმედებს იორდანიაში თავდასხმის პასუხად, უერთდება ბრიტანეთს ირანის ახალ სანქციებში

-მა კვლავ გამოხატა აღშფოთება და განაცხადა, რომ იმოქმედებს იორში აშშ-ის სამხედროების დაღუპვის პასუხად – დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელშიც აშშ ბრალს სდებს ირანის მიერ მხარდაჭერილ გასამხედროებულ ჯგუფებს.
პარალელურად, ვაშინგტონმა და ლონდონმა გააძლიერეს ზეწოლა თეირანზე, კოორდინირებული სანქციების ახალი პაკეტით.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა 29 იანვარს გაიმეორა მანამდე პრეზიდენტ ს მიერ გამოთქმული პირობა, რომ დრონით თავდასხმის განმახორციელებელი ძალები პასუხს აგებენ. თავდასხმას ემსხვერპლა სამი ამერიკელი სამხედრო, ათობით ჯარისკაცი დაიჭრა – პენტაგონის ცნობით, მათგან ბევრი თავის არეში.
“პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს აშშ-ის ძალებზე და ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ აშშ-ის და ჩვენი სამხედროების დასაცავად” – თქვა ოსტინმა პრესკონფერენციაზე.
მოგვიანებით, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, მ ჟურნალისტებს უთხრა – “ჩვენ არ ვეძებთ ომს ირანთან”. თუმცა, მისი თქმით, დრონით განხორციელებული შეტევა “ესკალაციაზე იყო მიმართული, ეს ცხადია, და პასუხს საჭიროებს”.
თავდასხმის დეტალები 29 იანვარს ბუნდოვანი რჩება. აშშ-ის ოფიციალური პირი, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, ამბობს, რომ მტრის ძალების დრონი შესაძლოა შეეშალათ ამერიკულ დრონში, რომელიც აშშ-ის ობიექტზე ბრუნდებოდა, და ამიტომ მის ჩამოსაგდებად ძალისხმევა არ განხორციელდა.
ირანმა 29 იანვარს უარყო კავშირი თავდასხმასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებებს “უსაფუძვლო” უწოდა. სამინისტროს პრესმდივნის, ნასერ ქანაანის თქმით, რეგიონში მოქმედი “წინააღმდეგობის ჯგუფები” თეირანისგან მითითებებს არ იღებენ – თუმცა დასავლეთის ქვეყნები ირანს ბრალს სდებენ ამგვარი ჯგუფების დახმარებაში, წვრთნასა და აღჭურვაში.
29 იანვარს აშშ-მა და ბრიტანეთმა გამოაცხადეს კოორდინირებული სანქციები ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) 11 წარმომადგენლის წინააღმდეგ, გავრცელებული ცნობების გამო მათ კავშირებზე კრიმინალურ ქსელთან, რომელიც მიზანში იღებს უცხოელ დისიდენტებსა და ირანის რეჟიმის ოპონენტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე ჟურნალისტს – ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა, ევროპულ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით – ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ