ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში BRICS-ის წევრებს 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ - ტრამპი

აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში BRICS-ის წევრებს 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ - ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბრიქსის“ წევრი ქვეყნები გააფრთხილა, რომ აშშ დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლების მცდელობის შემთხვევაში მათ 100%-იანი ტარიფები დაუწესდებათ.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ მათ არც ახალი „ბრიქს“ ვალუტა შექმნან და არც რაიმე სხვა ვალუტით ჩაანაცვლონ აშშ დოლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ 100%-იანი ტარიფები დაეკისრებათ. არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, რომ „ბრიქსი“ ჩაანაცვლებს აშშ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში ან სადმე სხვაგან, და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას შეეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას და მიესალმოს ტარიფებს!“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
„ბრიქსის“ წევრები არიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი. 2024 წლის დასაწყისიდან „ბრიქსს“ შეუერთდნენ ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.