აშშ და ევროკავშირი, ომის დასრულების შემდეგ, ღაზისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გაერთიანების იდეას ემხრობიან

აშშ და ევროკავშირი, ისრაელ-“ჰამასის” ომის შემდგომ, ღაზისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გაერთიანების იდეას ემხრობიან.

“ვინაიდან ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით, ღაზა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო უნდა გაერთიანდეს, მმართველობის ერთი სტრუქტურით. საბოლოო ჯამში – განახლებული პალესტინის ავტონომიით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებაზე. ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, როგორც ისრაელისთვის, ისე – პალესტინელი ხალხისთვის”, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ ღაზა პალესტინის ტერიტორიაა და დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა.

“ღაზა პალესტინის ტერიტორიაა, დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა. არ არსებობს პალესტინის სამი ტერიტორია, არსებობს ერთი პალესტინა”, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ, რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, უახლოეს მომავალში დადგება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა