ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ და ბრიტანეთი მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ აფრთხილებენ.
აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ “ექსტრემისტები მოსკოვში მსხვილ შეკრებებზე თავდასხმას გეგმავენ, კერძოდ კი კონცერტებზე”. ამის გამო, საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს მასობრივ შეკრებებში მონაწილეობისგან, უახლოესი 48 საათის განმავლობაში თავი შეიკავონ.
მსგავსი შინაარსის განცხადება დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზეც გამოქვეყნდა. დიპლომატიური უწყება ამერიკულ მხარეს ეყრდნობა და ბრიტანელებს მოუწოდებს რუსეთში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.
ამასთან, 8 მარტს გერმანიის საელჩო მოსკოვში და გენერალური საკონსულო სანქტ-პეტერბურგში არ იმუშავებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.