ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება - ივლისში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 21.1%-ით გაიზარდა

აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება - ივლისში აშშ-დან ფულადი ტრანსფერები წლიურად 21.1%-ით გაიზარდა

2025 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13.0%-ით (38.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. წლის დასაწყისიდან 7 თვეში გადმორიცხულია 2,052.0 მლნ აშშ დოლარი. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 44.3%-ს შეადგენს, შესაბამისი 149.4 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 16.4%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთან, აშშ-დან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, ივლისში აშშ-დან 21.1%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 60.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
კლების ტენდენციით ხასიათდება ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან. კერძოდ, ივლისში წლიურად 0.5%-ით შემცირდა და 45.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37.3 მლნ აშშ დოლარი (101.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2024 წლის ივლისის (33.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.4%-ით მეტია.
წყარო: businessinsider.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.