ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს

აშშ, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა აშშ-ის მწვანე ბარათის ლატარიის პროგრამა გასულ კვირას ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის გამო, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
სროლაში ეჭვმიტანილი პორტუგალიის მოქალაქე, რომელიც ხუთშაბათს გარდაცვლილი იპოვეს, აშშ-ში 2017 წელს მრავალფეროვნების საიმიგრაციო სავიზო ლატარიის პროგრამით (DV1) შევიდა და მწვანე ბარათი მიიღო.
აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სავიზო სქემა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით შეაჩერა, რათა „უზრუნველყოს, რომ ამ კატასტროფული პროგრამით მეტი ამერიკელი აღარ დაზარალდეს“.
აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად 50 000-მდე ვიზას გასცემდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც აშშ-ში ემიგრაციის მაჩვენებელი დაბალია.
მწვანე ბარათის ლატარიით არაერთმა ქართველმა მოახერხა აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.