ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ არ გამორიცხავს სანქციების, ან ტარიფების დაწესებას, თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედეგს არ მოიტანს- სკოტ ბესენტი

აშშ არ გამორიცხავს სანქციების, ან ტარიფების დაწესებას, თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედეგს არ მოიტანს- სკოტ ბესენტი

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თქმით, რუსეთზე დაწესებული ტარიფები შეიძლება გაიზარდოს, თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოახლოებული შეხვედრა დადებით შედეგებს არ მოიტანს.
,,პრეზიდენტი ტრამპი მკაფიოდ მიანიშნებს პუტინს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება. ჩვენ არ გამოვრიცხავთ დამატებითი სანქციების ან ტარიფების დაწესებას, თუ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა შედეგს არ მოიტანს,“-განაცხადა ბესენტმა Bloomberg TV-სთან ინტერვიუში.
ფინანსთა მინისტრმა ასევე მოუწოდა ევროპელ ლიდერებს, გამოიყენონ საკუთარი სანქციების ბერკეტი რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.