აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება

აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შოვში, დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც თელავში, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ორგანიზებით იმართება.
პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება.
„აშკარად ვხედავთ გარკვეულ ჩარევებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სარჩევნო პრინციპებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი არჩევნების შედეგებზე ვერ აისახება“, – განაცხადა პრემიერმა.
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალს მართავს. ორგანიზაცია, რომელიც „ენჯეო“ სექტორიდან პოლიტიკაში წასულ ლევან ცუცქირიძეს უკავშირდება, წინასაარჩევნო აგიტაციის პლატფორმას ოპოზიციას უხსნის.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო