აღსრულების პოლიციელი – თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილთან უკვე განხორციელდა მოლაპარაკება, მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება, დანარჩენთან მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს

თვალჭრელიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილთან უკვე განხორციელდა მოლაპარაკება, მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება, დანარჩენთან მოლაპარაკება ახლა მიმდინარეობს, – ამის შესახებ აღსრულების პოლიციელმა ჯემალ ზურაშვილმა თვალჭრელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის შესახებ მედიასთან განაცხადა
მისივე თქმით, აღსრულების ბიურო უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებებში.
„როგორც ცნობილია, 10 საათიდან დაიწყო აღსრულების იძულებითი ღონისძიება. პარალელურად მიმდინარეობს მცხოვრებლებთან კომუნიკაცია, კრედიტორ მხარესთან და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებასთან ჩართულობით. ნაწილთან უკვე განხორციელდა მოლაპარაკება, მიიღეს გარკვეული სახის დაკმაყოფილება, დანარჩენთან ახლა მიმდინარეობს. აღსრულების ბიურო უშუალოდ არის ჩართული მოლაპარაკებებში, ჩვენი და სახელმწიფოს სხვა უწყებების სურვილია არცერთი მათგანი არ დარჩეს ღია ცის ქვეშ“,- აღნიშნავს ჯემალ ზურაშვილი.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება მიმდინარეობს – ადგილზე მობილიზებულები არიან პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე ხმაური რამდენჯერმე იყო. როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, კერძო მესაკუთრის საფუძველზე ხდება გამოსახლება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – აშშ-ის რეაქცია მიუთითებს, რომ საქართველოს გადარჩენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ივანიშვილის გარეშე – ამ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება აშშ-ისგან

ვახტანგ ნაცვლიშვილი: იმას, რასაც ნოდარ დუმბაძის გარშემო მთავრობა აკეთებს, ჰყავს უმთავრესი ადრესატი: შუა ხნის კაცები, რომელთა დიდი უმრავლესობა ან დაბალანაზღაურებადი მუშახელია, ან უმუშევარია, ან ფეხზე იმით დგას, რომ ოჯახის წევრები არიან ემიგრაციაში