ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარედ ლაშა მოძღვრიშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, ბიუროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ წარუდგინეს.
„ლაშა მოძღვრიშვილს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მათ შორის, მუშაობდა აღმასრულებლად და კახეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსად.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის პოზიციაზე დანიშნამდე, 2021 წლიდან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.