აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი

აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი
საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე, ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს: სისტემური ძალადობა, მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, სჩადიოდნენ დანაშაულებს – არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა, პოლიტიკური დისკურსს – ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, მოღალატე პარტიებსა და პერსონებს აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მათი არსებობა შეურაცხყოფს საზოგადოებას, სამართალს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
„ საპარლამენტო კომისიამ მუშაობა დაასრულა და დასკვნა წარედგინება პარლამენტს. ამ დასკვნის საფუძველზე, ცალსახად დადგინდება, რომ ერთმა კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა დანაყოფებმა შექმნეს სისტემური ძალადობა; მოქმედებდნენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ; სჩადიოდნენ დანაშაულებს — არა მხოლოდ წარსულში, არამედ ახლაც. საკითხი დიდი ხანია გასცდა, პოლიტიკური დისკურსს — ეს არის ეროვნული უსაფრთხოების, სამართლის და ღირსების საკითხი. აღნიშნული დოკუმენტი შევა საქართველოს ისტორიულ პოლიტიკურ ქრონიკაში, როგორც თანამედროვე სუვერენული პოლიტიკის დასაბამი — მომენტი, როცა სახელმწიფომ ხმამაღლა უნდა თქვას: მოღალატე პარტიებსა და პერსონებს აღარასდროს უნდა ჰქონდეთ ადგილი ქართულ პოლიტიკაში. მათი არსებობა შეურაცხყოფს საზოგადოებას, სამართალს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. P.S. ისტორიულ სანაგვეზე უნდა აღმოჩნდეს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და “აგენტოკრატია”, როგორც ქართული პოლიტიკის სირცხვილი.“ – წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს