არქივი23 თებერვალი, 2025, 13:12
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მალევე ...

დონალდ ტრამპის დავალებით, ილონ მასკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტმა, ყველა ფედერალური სამსახურის თანამშრომელს გაუგზავნეს მეილები, სადაც ითხოვენ ახსნან რა გააკეთეს მათ წინა კვირას, პასუხის არ გაცემის შემთხვევაში კი, სამსახურიდან გათავისუფლებით დაიმუქრნენ.
აღნიშნული გადაწყვეტილებიდან მალევე, აშშ-ში არსებულმა პრაქტიკულად ყველა სადაზვერვო და ძალოვანმა უწყებამ, მათ შორის FBI-მ, CIA-მ და პენტაგონმა, თავიანთ თანამშრომლებს მოთხოვეს, რომ არცერთს არ გაეგზავნა ილონ მასკის დეპარტამენტისთვის საპასუხო წერილი, არ შეშინებოდათ მუქარის და განაცხადეს, რომ ისინი არ შედიან მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მეთვალყურეობის ქვეშ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.