“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” კვლევა და პოლიტიკური შეფასებები – რას ამბობენ “ქართულ ოცნებაში”

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” კვლევა და პოლიტიკური შეფასებები – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო – ეს ევროკავშირთან დაახლოებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი ინდექსია, რომელიც, როგორც ირკვევა, პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმმა ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებებით შექმნა.
ანგარიშის ავტორები ქულების დაწერის დროს ადგილობრივი ექსპერტების მიერ მიწოდებულ მასალებს ეყრდნობიან. რაც იმას ნიშნავს, რომ, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ქართველებმა საკუთარ ქვეყანას დაბალი ქულები დაუწერეს. მმართველი გუნდი ფაქტის მიღმა ოპოზიციისა და მათი უცხოელი პარტნიორების კვალს ხედავს.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნების უარყოფა და გარკვეული მონაცემების დამახინჯება შეგნებულად და მიზანმიმართულად ხდება.
“უკრაინელმა და მოლდოველმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ან თავის ქვეყნებს, გადაჭარბებით, მაღალი ნიშნები დაუწერეს, ან ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც გამოცდილები არიან საბოტაჟის რეჟიმის შექმნაში, დაუწერეს საკუთარ ქვეყანას ნაკლები ქულები, და შედარებამ, რასაკვირველია, გამოიყვანა საქართველო მესამე ადგილზე. ან ერთია სწორი, ან – მეორე ან ორივე ფაქტს ერთად აქვს ადგილი. მაგრამ, თუკი მხედველობაში მივიღებთ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს, რასაკვირველია, გამოდის, რომ ამ შეფასებებს, რომელიც ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულმა ჯგუფმა გააკეთა, აქვს სერიოზული აცდენა რეალობასთან და ამას შეიძლება პირდაპირ ვუწოდოთ საბოტაჟის ერთ-ერთი ფორმა,” – აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი